Accentnews.ge
რუსებს უკრაინული დრონებით თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებისთვის აჯარიმებენ

რუსებს უკრაინული დრონებით თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებისთვის აჯარიმებენ

09/06/2025 11:54:00 მსოფლიო

კალუგისა და ტულის რეგიონების ხელისუფლებამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჟურნალისტების დაჯარიმება დაიწყო სოციალურ ქსელებში უკრაინული დრონების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებისთვის.

როგორც „კომერსანტს“ კალუგის ოლქის მთავრობამ განუცხადა, ივნისის დასაწყისისთვის სასამართლოებში დრონების ჩამოვარდნის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის დარღვევის შესახებ 42 შეტყობინება გაიგზავნა. ორ შემთხვევაში დამრღვევები მასმედიის წარმომადგენლები იყვნენ, ხუთ შემთხვევაში კი - ადგილობრივი მოსახლეობა. სამი შემთხვევა ასევე ეხება სოციალურ ქსელებში განთავსებულ კომენტარებს. დანარჩენი შედგენილია Telegram არხების ადმინისტრატორებისთის ან მფლობელებისთვის, VKontakte-ს პირადი გვერდების ავტორებთან დაკავშირებით.

მათთვის, ვინც აკრძალვას არღვევს გათვალისწინებულია ჯარიმა 3000-დან 200 000 რუბლამდე.

გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია ზენოვმა განაცხადა, რომ ქსელის მონიტორინგი კალუგის რეგიონალური კონტროლის ცენტრთან (RCC) ერთობლივად ხორციელდება. მან გაიხსენა, რომ დარტყმების შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა თავდასხმის ორგანიზატორებისთვის, რომელთა გათვალისწინებითაც ისინი ახალ თავდასხმებს გეგმავენ. 

სულ, უკრაინული დრონებით თავდასხმების ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებაზე აკრძალვები 12 რეგიონში დაწესდა: ასტრახანის, ვლადიმირის, ვოლგოგრადის, ივანოვოს, კურსკის, ლენინგრადის, ტვერის, ტულისა და კალუგის ოლქებში, ასევე ადიღეში, ყალმუხიასა და სანქტ-პეტერბურგში. ასევე რიაზანისა და როსტოვის რეგიონებში ხელისუფლებამ ჯარიმები დააკისრა, მაგრამ დრონებით თავდასხმების შედეგების გადაღებაზე აკრძალვა არ შემოუღია. „საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკით ვკმაყოფილდებით“, - აღნიშნა „კომერსანტის“ წყარომ რიაზანის მთავრობაში.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S