Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ გეგმავს, შსს-ში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“ და „აბულინგებს“

„ქართული ოცნება“ გეგმავს, შსს-ში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“ და „აბულინგებს“

06/06/2025 14:25:00 პოლიტიკა, სამართალი

„ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების წინააღმდეგ შსს-ში საჩივარი შეაქვს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული, მათი შეფასებით, შეურაცხმყოფელი მოსაზრებებისთვის.

როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ „კარგად ორგანიზებული ზიზღისა და ტერორის კამპანია“ მიმდინარეობს.

„უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა...

სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, - თქვა ირაკლი კირცხალიამ და ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად დასძინა, რომ საჩივარი ეხება სოციალურ ქსელებში „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“.

კირცხალიამ არ დაასახელა საჩივრის ადრესატები და თქვა, რომ ისინი შეტყობინებას შსს-სგან მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S