
ADB – კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა, 347 მლრდ დოლარს მიაღწიოს
06/03/2020 07:47:49 ეკონომიკა
"ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება გლობალური ეკონომიკური ზრდაზე იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, 0.1 - 0.4%-ით შემცირდეს", - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მლრდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს.
"ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა, 0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი (ჩინეთის გამოკლებით) 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს. მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე", – ნათქვამია ADB–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.