Accentnews.ge
ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ,  10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

04/06/2025 18:51:00 პოლიტიკა, სამართალი

პარლამენტის დროებითი ე.წ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ალბი კორძაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 10 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S