Accentnews.ge
შაჰინი: "სიმართლის წინააღმდეგ "ოცნების" კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა"

შაჰინი: "სიმართლის წინააღმდეგ "ოცნების" კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა"

04/06/2025 06:08:33 პოლიტიკა

ამერიკელი დემოკრატი სენატორი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, MEGOBARI აქტის თანაავტორი ჯინ შაჰინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სენატს, ორპარტიული კანონი MEGOBARI Act მიიღოს. ეს განცხადება მან "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდის მიერ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ოპოზიციური ტელეარხების - "ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" სამიზნეში ამოსაღებად გამოყენების ფონზე გააკეთა.

შაჰინის შეფასებით, სიმართლის წინააღმდეგ "ოცნების" კამპანია "დემოკრატიაზე თავდასხმაა" და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ სენატმა ორპარტიული MEGOBARI აქტი მიიღოს.

"დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთება გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმის წინააღმდეგ. ახლა, როდესაც "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში –ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა თავადაა კითხვის ნიშნის ქვეშ, ნათელია, რომ ეს მედიასაშუალებები არა ჟურნალისტური სტანდარტებით შეფასდებიან, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებულები პოლიტიკური მიზეზებით. რეალური ინფორმაციის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" ანგარიშვალდებულად დაყენებას ნიშნავს პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის". - წერს შაჰინი.

ცნობისთვის: "ქართული ოცნება" ოპოზიციურ "ტვ პირველს", "ფორმულასა" და "მთავარ არხს" მაუწყებლობის შესახებ "კანონის დარღვევის გამო" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიულ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ამერიკის პრეზიდენტს "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს. ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი მმართველი გუნდი სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S