Accentnews.ge
„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა

„რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა

05/03/2020 20:15:33 ეკონომიკა, საზოგადოება

ავიაკომპანია „რაინეარმა“ კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ერთი თვით შეაჩერა.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაში გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

"ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს",– ნათქვამია განცხადებაში.

მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.

ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებითაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S