
ვიცი მასწავლებელი, რომელიც... საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში
30/05/2025 17:49:00 ეკონომიკა, რეკლამა
მასწავლებლების დაფასებისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.
იმ მასწავლებლების დასაფასებლად, რომლებმაც ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, გარდამტეხი როლი შეასრულეს მათ განვითარებასა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, საქართველოს ბანკმა ისთ ფოინთში სპეციალური დაფა განათავსა. აქ ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა, დაფაზე ცარცით დაეტოვებინა წარწერა, ისე როგორც სკოლაში და გაეხსენებინა საინტერესო, ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი ისტორიები მასწავლებლებზე, რომლებიც დღემდე სასიამოვნო, დაუვიწყარ მოგონებად აქვთ შემონახული.
დაფა 29 მაისს განთავსდა. თუმცა, მათ, ვინც საკუთარი მოგონების დაფაზე დატოვება ვერ შეძლო, აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ისტორია ციფრულ სივრცეში გააცოცხლოს. თუ გსურთ, გააზიაროთ თქვენთვის გამორჩეულ მასწავლებელთან დაკავშირებული მოგონებები, ეწვიეთ ვებგვერდს: mastsavlebeli.bog.ge