Accentnews.ge
მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

30/05/2025 14:43:00 პოლიტიკა

სტუდენტს, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტის და "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვდა. 

ლაშხი ჯამში სამ ახალგაზრდა ქალს, 17 მაისს მომხდარი ინცინდენტის გამო უჩივის - ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდნენ, აქტივისტები მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S