Accentnews.ge
ჯო უილსონი - ნიკა მელიას დაკავებაზე: გამოსავალი სანქციებია

ჯო უილსონი - ნიკა მელიას დაკავებაზე: გამოსავალი სანქციებია

29/05/2025 23:35:00 პოლიტიკა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს.

კერძოდ, უილსონი ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას და აცხადებს, რომ სანქციები გამოსავალია.

“ანტი-ამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა ამ წამს დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იგივე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!”, - წერს უილსონი.

შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, - აცხადებენ შსს-ში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს არ იყო მელიას დაკავება, ის ჩასაფრებით მოიტაცეს, 

„ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს. გამოვკითხე ისინი, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ: ნიკა მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა და ეუბნება, რომ მანქანის შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ამას ეუბნება მეორე მანქანას, ნიკას მანქანა არ არის დაბურული. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ფანჯარას ჩააწევინებს, ხედავს ნიკას და შემდეგ რაციით გადასცემს, რომ ობიექტი აქ არის. უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევ გამოდის ტყის პირიდან. ნიკას დაცვას არაფერი რომ არ დაენახა და არ ჩარეულიყო მანქანასთან აყუდებენ, აყუდებენ ყველას ნიკას გარდა. ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ მარშუტკაში.

ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და თან წაიღეს. ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია.

საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!“,- აცხადებს გვარამია „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S