
„რუსეთმა საქართველოდან ძალები უნდა გაიყვანოს და შეწყვიტოს „ბორდერიზაცია“
05/03/2020 15:59:27 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კვლავ უცვლელია.
"რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. მან საქართველოდან ძალები უნდა გაიყვანოს და შეწყვიტოს „ბორდერიზაცია". ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი. მოსკოვისთვის შემაკავებელი ეფექტი აქვს იმას, რასაც აშშ საქართველოსთან ერთად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად აკეთებს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს", - განუცხადა ელჩმა „რადიო თავისუფლებას“.