Accentnews.ge
გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში - დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები

გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში - დაესწარი ვებინარს და აღმოაჩინე განათლების შესაძლებლობები

29/05/2025 18:34:00 საზოგადოება, რეკლამა

30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარი „საქართველოს ბანკის“ ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით.

შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის მონაწილეებს საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებენ.

Fulbright-ის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ; დეტალურად გაეცნობიან პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს და მიიღებენ აპლიკაციის შესავსებად საჭირო მნიშვნელოვან რჩევებს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების შევსება შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითაშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S