Accentnews.ge
ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრისთვის

ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრისთვის

29/05/2025 10:02:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამმხრივი შეხვედრა გამართოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ შეუძლია თქვას, ნამდვილად სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, თუმცა პასუხს დაახლოებით ორ კვირაში გაიგებს. „ჩვენ გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა და თუ ასეა, ცოტა განსხვავებულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ შაბათ-კვირას უკრაინის მასიური დაბომბვით. კითხვაზე, თუ რატომ არ დაუწესა სანქციები რუსეთს, ტრამპმა უპასუხა, რომ არ სურდა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S