Accentnews.ge
სამინისტრო: ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სამინისტრო: ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

28/05/2025 15:18:00 პოლიტიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთსა და საქართველოს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინფენგმა მოაწერეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით.

ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს

ომი კულისებში – ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები

რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S