Accentnews.ge
კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა

კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა

28/05/2025 00:01:00 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ “ოცნების” მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე წარადგინა. მანამდე, 28 მაისს ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას.

გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ის სხვადასხვა დროს იკავებდა თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილის თანამდებობებს.

ახალი მინისტრის წარდგენას გომელაური არ ესწრებოდა,  მას გელაძემ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“,- აღნიშნა გელა გელაძემ.

“საზოგადოებას მინდა, ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს”, – ვახტანგ გომელაურის ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S