Accentnews.ge
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მიმდინარე წელს 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მიმდინარე წელს 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს

28/05/2025 23:40:00 საზოგადოება

„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 


მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება.


„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა.


„აღნიშნული პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის თავდაპირველად, მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო.  ასევე,  სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისის მერიამ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 341 მოსარგებლის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, 2 000-მდე საგარანტიო წერილი გასცა.


„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S