
„რუსეთი „ღია ცის“ შეთანხმებას არღვევს, როცა კალინინგრადისა და საქართველოს მახლობლად ფრენების საშუალებას არ გვაძლევს“
05/03/2020 11:16:38 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი რუსეთს „ღია ცის“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„მოსკოვი კალინინგრადისა და საქართველოს მახლობლად ფრენების საშუალებას არ გვაძლევს, რაც ხელშეკრულებით ნებადართულია. მე შეთანხმების დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მაქვს“, – განაცხადა ესპერმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
„ღია ცის“ შესახებ დოკუმენტს ხელს 34 სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი აწერს. ხელშეკრულება ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელების, სამხედრო და სხვა ობიექტების შემოწმების უფლებას აძლევს.