
მტკვარში წუხელ მანქანა გადავარდა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება
14/05/2025 05:49:49 საზოგადოება
თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა.
მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. იგი ჰოსპიტალიზებულია.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.
სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.