ტრამპი: პაკისტანმა და ინდოეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აშშ-ს შუამავლობით

10-05-2025 18:27:03 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პაკისტანმა და ინდოეთმა შეერთებული შტატების შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

"აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას", – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social–ში.

10 მაისის დილას პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევა წამოიწყო, რაც, პაკისტანის თქმით, იყო პასუხი ინდოეთის მხრიდან მათ სამხედრო ბაზებზე მიტანილ შეტევებზე.

ინდოეთი ამბობს, რომ პაკისტანის თავდასხმის სამიზნეები არის არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, არამედ სამოქალაქო ობიექტებიც.

როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი საუბრობს მსხვერპლზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები