08-05-2025 23:28:38 მსოფლიო
უკრაინაც და რუსეთის აცხადებენ, რომ მათ ძალებს თავს დაესხნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა ხუთშაბათს ცეცხლის შეწყვეტის თავისივე შეთანხმება 734-ჯერ დაარღვია. მან ზავს „ფარსი“ უწოდა.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე ცნობით, საარტილერიო თავდასხმები მთელ 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მიმდინარეობდა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე წინა 24 საათის განმავლობაში.
პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი გრინვიჩის დროით 10 მაისის 21:00 საათამდე იმოქმედებს და უკავშირდება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს.