უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

08-05-2025 23:15:33 საზოგადოება

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია.

არსებული ცნობებით, არქანიამ რუსეთის მხრიდან დრონით თავდასხმისას მიიღო ძლიერი დაზიანებები თავის არესა და ფეხში, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

თაბო არქანია, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა, აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას 10 მაისს დაკრძალავენ ქალაქ ოდესაში.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები