Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა

05/05/2025 07:36:56 მსოფლიო

5 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა სუმის ოლქი 2 ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. გარდა ამისა, კურსკიდან, ორელიდან და მილეროვოდან 116 დრონი ააფრინა.

უწყების ინფორმაციით უკრაინელებმა 42 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

გარდა ამისა, რადიო ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაიკარგა 21 რუსული დრონი.

საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა სუმისა და დონეცკის ოლქები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S