"მეგობარი აქტი" მომავალ კვირაში წარედგინება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას

30-04-2025 21:43:49 პოლიტიკა

„MEGOBARI აქტი“, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის წარედგინება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას.

“კანონპროექტში არის მოწოდება იმ პირთა მიმართ სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას“, - ამის შესახებ ვაშინგტონიდან იუწყება ჟურნალისტი ალექს რაუფოგლუ.

ორპარტიული MEGOBARI Act-ი მოიცავს: აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით; ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ; [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ; მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები