
პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს „სტალინგრადი“ დაარქვა
30/04/2025 10:51:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტს სტალინგრადი დაერქვა.
"1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს ისტორიული სახელწოდება "სტალინგრადი". - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
ვოლგოგრადს, სადაც აეროპორტი მდებარეობს, 1925 წელს იოსებ სტალინის პატივსაცემად სტალინგრადი ეწოდა, თუმცა 1961 წელს, სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ქალაქს ვოლგოგრადი დაერქვა.