Accentnews.ge
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა

25/04/2025 14:47:37 პოლიტიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში.

საქსტატის ინფორმაციით, წინა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, ყველაზე მეტი - 2 361 ადამიანი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო; მეორე ადგილზეა გერმანია - 251 პირი; მას მოსდევს უკრაინა - 175; შემდეგ პოზიციებს იკავებს ისრაელი- 141; სომხეთი- 131; ამერიკის შეერთებული შტატები- 110; თურქეთი- 97; საბერძნეთი- 65; გაერთიანებული სამეფო- 32; სხვა ქვეყანა/მოქალაქეობის არ მქონე185/29.

საქსტატის თანახმადვე, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 36 728 ადამიანმა მიიღო:

2015 - 4,016; 2016 - 4,879; 2017 - 4,447; 2018 - 4,019; 2019 - 2,991; 2020 - 2,324; 2021 - 2,485; 2022 - 4,869; 2023 - 3,111; 2024 - 3,587.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S