Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: „წინააღმდეგობის პლატფორმა“ „26 მაისის კომიტეტს“ ქმნის

სალომე ზურაბიშვილი: „წინააღმდეგობის პლატფორმა“ „26 მაისის კომიტეტს“ ქმნის

24/04/2025 18:04:02 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ „26 მაისის კომიტეტს“ ქმნის.

"როგორც წინააღმდეგობის პლატფორმა, ჩვენ ვაფუძნებთ 26 მაისის კომიტეტს, რათა გავაერთიანოთ საზოგადოება ჩვენი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მანამდე, ზურაბიშვილმა 24 აპრილს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად იწყებდა 26 მაისისათვის – დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას:

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიწყებთ მუშაობას, არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა დავგეგმოთ არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ ჩვენი საზოგადოების 26 მაისი“.

მისი თქმით, „ეს [26 მაისი] არის ყველა ჩვენგანის ერთობლივი ზეიმი“ იმ პირობებში, როდესაც „დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო“.

„ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ, ანუ რუსთაველზე. ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ გაუგზავნა წერილი „უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს პარტნიორს აღმასრულებელ თუ საპარლამენტო ხელისუფლებაში“.

„მათ წარვუდგინეთ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მთავარი მოთხოვნები, რაც არის ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნები: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება, ახალი არჩევნების მოთხოვნა და პატიმრების გათავისუფლება. [...] მიუღებელია ცივილიზებულ ქვეყანაში, ასე უსამართლოდ ისხდნენ ციხეში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები. [...] მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ მზია ამაღლობელის საკითხი ასევე დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის ძალიან ძნელ პირობებში და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი“, - განაცხადა მან.

დამოუკიდებლობის დღეს მუნიციპალიტეტებში სადღესასწაულო ღონისძიებები იგეგმება.

წელს პირველად საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც 4 თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S