
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება
04/03/2020 06:07:02 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება. მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათისთვის ელოდებიან.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან.
პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური ანგარიშით სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 6 მარტს წარსდგა. "ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის ნიშნად არც იმ სხდომას დასწრებიან.