Accentnews.ge
ბოლო ორ კვირაში ივანიშვილის ქონება 200 მლნ დოლარით შემცირდა

ბოლო ორ კვირაში ივანიშვილის ქონება 200 მლნ დოლარით შემცირდა

03/03/2020 12:45:32 ეკონომიკა

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ–სა და სხვა ქვეყნებში, საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნის გამო ბოლო ორ კვირაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მლნ დოლარით შემცირდა.

მილიარდერთა „Bloomberg“-ის ინდექსის თანახმად, ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ქართველის ქონება 5.37 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, მაშინ, როცა 19 თებერვალს იგი 5.57 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 359-ე პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის: კორონავირუსის გამო მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, მათ შორის „Amazon“–ის ხელმძღვანელმა და „Facebook“-ის დირექტორმა მილიონობით დოლარი დაკარგეს.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის ფონზე მსოფლიო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა და ნავთობის გაუფასურება გრძელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S