Accentnews.ge
ყაველაშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთს ესტუმრება

ყაველაშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთს ესტუმრება

16/04/2025 11:13:11 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთს ესტუმრება. ვიზიტი 28-29 აპრილს არის დაგეგმილი.

„საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ყაველაშვილი 15–16 აპრლს აზერბაიჯანს სტუმრობდა.

აზერბაიჯანი და სომხეთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S