
ოპოზიციის ლიდერები გახარიას აკრიტიკებენ „ოცნების“ კომისიაზე მისვლის გამო
14/04/2025 15:45:59 პოლიტიკა
ოპოზიციონერი ლიდერები აკრიტიკებენ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების გამო.
"ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ!პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების გაპრავება! წერტილი!“, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გახარიას კომისიაში მისვლას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს გიორგი გახარიას:
"ორი დამნაშავე, ქვეყნის გარუსების ორი მთავარი შემოქმედი, გავრილოვის ღამის შემქმნელები, თვალების დათხრისა და წამების ოსტატები სხედან და ერთმანეთს აბრალებენ, ადანაშაულებენ კოლექტიურად ჩადენილ დანაშაულებს - არა შენ, მე არა - შენ, და ასე შემდეგ…რეალურად, ზოგი შემსრულებელი იყო, ზოგი “გამპრავებელი”, ზოგი საერთოდაც არავინ და ამნისტია გამოაცხადებინეს.გახარიას ეშინია თქვას, დაასახელოს მასთან ერთად სხვა დამნაშავეები, რადგან ამის შემდეგ პრემიერი გახდა და მაშინ, პასუხისმგებელია გამოუძიებლობაზე, ხელის დაფარებაზე, დანაშაულის დაფარვაზე - ამიტომაც ზის “ჩმორად”, მიჯირყვნილი.მიდიხარ?! მიდი, მაგრამ მოგწონს რასაც დაგამსგავსეს?!".
მოკლე კომენტარით შემოიფარგლა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია:
„არა შენ დათხარე, არა შენ დათხარე… დამშვიდდით, ორივემ დათხარეთ“.
ამავე კოალიციის წევრი ნიკა მელია ხაზს უსვამს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შექმნილ პლატფორმას და ამბობს, რომ არსებობდა ორი საკამათო საკითხი, რომელზეც პარტიები უნდა შეჯერებულიყვნენ:
"სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე:იყო 2 გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება:
1.საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა - რომლიც ვითომ შეთანხმდა
2.ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა - რომელიც ვერ შეთანხმდაგამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველა ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა.გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება ან არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა.სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გაუკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად.სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანსაკოორდინირებ".
კრიტიკულია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც:
"მოცემულობაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არათანმიმდევრულია და საკუთარი სიტყვის პატივისცემა არ შეუძლია.ეს მოცემულობა რომ არ იდგეს, არც ბიძინას რეჟიმი გაძლებდა ამდენ ხანს.ამ რთულ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანხმობის წერტილების პოვნა და კოორდინაცია.უბრალოდ მეტი სიფრთხილე გვმართებს, სანამ შეთანხმებებს შეთანხმებებად გამოვაცხადებთ.ფედერალისტები ამას გავითვალისწინებთ".