Accentnews.ge
„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

12/04/2025 17:04:52 პოლიტიკა

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება.

ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

„დღეს ჩავიბარე ბრძანება, თანამდებობიდან და სამხედო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, დღეს მე, საქართველოს მოქალაქეს, რეზერვისტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფიზიკურად დაცვა, „ქართულმა ოცნებამ“ ამიკრძალა მქონდეს პატივი, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში ვემსახურო საკუთარ ქვეყანას! ამაზე დიდი შეურაცხყოფა, 38 წლის ვარ და ჩემთვის არასდროს არავის მოუყენებია.

ირგვლივ გამეფებული უკანონობისა და უსამართლობის, ათეულობით სინდისის პატიმრის, ასეულობით სასტიკად ნაცემი ადამიანის, ასეულობით გათავისუფლებული და ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის ფონზე, მსგავსი უკანონო, უსამართლო თუ დისკრიმინაციული ფაქტები, ჩემს ცხოვრებაში ალბათ ბევრი იქნება, ვიცი, მაგრამ არ მეშინია!

არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ცხოვრებაში იყო, არის და იქნება ერთი, – ვემსახურო საქართველოს. თამამად, ამაყად, გულწრფელად, ყველა ეროვნული გმირის წინაშე, ღვთისა და ერის წინაშე, შემიძლია ვთქვა, რომ ვემსახურები საქართველოს!“- დაწერა ციალა ქათამიძემ ფეისბუქზე.

"ბოლო ფოტო, საქართველოს ეროვნული გმირების ფონზე.

ყველა შეკრებისას აღტაცება-აღფრთოვანებით შევცქეროდი ხოლმე ამ სტენდს. მათი ისტორიები, მათი სიმამაცე, მათი თავგანწირვა მაძლევს ზუსტად იმ ძალას და სითამამეს, ის ვთქვა, რაც ვთქვი, დიახ, ვემსახურები საქართველოს“, – წერს ციალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S