Accentnews.ge
ჩინურ იმპორტზე აშშ-ის ტარიფები 145%-ს აღწევს

ჩინურ იმპორტზე აშშ-ის ტარიფები 145%-ს აღწევს

10/04/2025 17:16:21 მსოფლიო

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები უკვე 145%-მდეა გაზრდილი. ამის შესახებ ამერიკულ ტელარს CNBC-ის თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

ტელეარხის ცნობით, ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებები შეისწავლეს და ივარაუდეს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ შემოღებული ჯამური ტარიფები შესაძლოა 125%-ზე მეტი იყოს, ვინაიდან, მათ ტრამპის უფრო ადრინდელი 20%-იანი ტარიფის შესახებ განკარგულება აღმოაჩინეს, რომელიც მან “ფენტანილის გამო” შემოიღო.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მათ დაუდასტურა, რომ ეს სწორი ინტერპრეტირებაა.

ბოლო განკარგულებით ტრამპმა ჩინური იმპორტისთვის ტარიფები 84-დან 125%-მდე გაზარდა, ვინაიდან, ჩინეთმა საპასუხო ზომები შემოიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S