
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
10/04/2025 16:36:31 პოლიტიკა
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ გელა ბეგლარიშვილს რუსეთმა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსული პროპაგანდისტული TASS წერს, რომ ბეგლარიშვილი მონაწილეობდა ოპერაციებში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების წარმომადგენლების და სხვა რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
რუსეთმა გელა ბეგლრიშვილზე ძებნა გამოაცხადა.
მის ცოლს, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ სნაიპერს, რუსუდან ივანეიშვილს რუსეთი ასევე ასამართლებს დაუსწრებლად.
ბეგლარიშვილი და ივანეიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის აპრილში სიმამაცისთვის მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.