Accentnews.ge
ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა

ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა

09/04/2025 17:46:44 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების 125%-მდე „დაუყოვნებლივ“ გაზრდის შესახებ განაცხადა, როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის ნაწილის. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ბრძანა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების 125%-მდე გაზრდა „იმ უპატივცემულობის გათვალისწინებით, რომელიც ჩინეთი უჩვენა გლობალურ ბაზრებს“.

„რაღაც მომენტში - იმედია, უახლოეს მომავალში - ჩინეთი გააცნობიერებს, რომ შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან ქურდობის დრო აღარ არის გამართლებული ან მისაღები“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილიდან შევიდა.

ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 34%-იანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ჩინეთმა საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე ასევე 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯის გამო კი ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფით დაემუქრა, თუკი ჩინეთი 34%-იან ტარიფს არ გააუქმებდა, რაზეც ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაშიც, ჩინეთი "ბოლომდე იბრძოლებს".

9 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-მდე გაიზარდა. საპასუხოდ ჩინეთმა განაცხადა, რომ ტარიფებს 84%-მზე გაზრდის.

ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S