Accentnews.ge
უკრაინის საელჩო: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და თავისუფლებისკენ ურყევ სწრაფვას

უკრაინის საელჩო: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და თავისუფლებისკენ ურყევ სწრაფვას

09/04/2025 17:10:56 პოლიტიკა

უკრაინის საელჩო საქართველოში 9 აპრილის 36 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური მისია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს:

"9 აპრილი - თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული თარიღი, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ტრაგედიითა და მსხვერპლით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა სსრკ-ს შეიარაღებული ძალები და დაუნდობლად ჩაახშო ქართველთა თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია. ორი წლის შემდეგ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა.

36 წლის შემდეგ, ეროვნული ერთიანობის დღეს, ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს მამაც ხალხს და მათ ურყევ სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S