
წილოსანი საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დახოცილ ადამიანებს "ტრაგიკულად გარდაცვლილს" უწოდებს
09/04/2025 08:37:06 პოლიტიკა
სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დახოცილ ადამიანებს "ტრაგიკულად გარდაცვლილს" უწოდებს.
„ჩვენ, ქართველებს არავისგან გვესწავლება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მუდმივად გვემახსოვრება 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები და ჩვენს შვილებს მათი თავგანწირვის მაგალითზე აღვზრდით“,- წერს ნინო წილოსანი.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა - 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.