თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
03/03/2020 07:01:20 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ ოთხი და მეტი შვილის დედებს სიტყვით მიმართვისას სამხედრო სამსახურში ქალბატონების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მრავალშვილიან დედებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები, სასაჩუქრე ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა.


