Accentnews.ge
ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

08/04/2025 07:30:27 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“) მუხლით.

იმავე მუხლით ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S