
ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება
07/04/2025 19:04:05 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს არ გააუქმებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, თუ ჩინეთი უკან არ დაიხევს, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევა და მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეხვედრის საკითხზე გაუქმდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა.
საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.