Accentnews.ge
რუსეთი უკრაინული დრონებით მორიგი შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება

რუსეთი უკრაინული დრონებით მორიგი შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება

04/04/2025 05:44:24 მსოფლიო

რუსეთი უკრაინული დრონებით მორიგი შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული ღამიდან დღეს დილამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 34 - კურსკის ოლქში, 30 - ორიოლის ოლქში, 18 - ლიპეცკში, 7 - კალუგის ოლქში, 4-4 - როსტოვის ოლქსა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3-3 - ტამბოვის და მოსკოვის ოლქებში, 2 - ბრიანსკში, 1 - ვორონეჟის ოლქში და 1 - ტულაში".

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ არხზე 04:00 საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი. სხვა რეგიონებიდან მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყებიან.

გასულ ღამით რუსული დრონებით შეტევა იყო უკრაინაზეც. უკრაინული მხარის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია სახლები. ქალაქ ხარკოვში დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და 35 დაიჭრა. ერთი ადამიანი დაშავდა კიევში და ერთი - ზაპოროჟიეს ოლქში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S