Accentnews.ge
სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს

სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს

02/03/2020 15:38:12 საზოგადოება, რეკლამა

სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს - ამის შესახებ "აქცენტს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 112-ში კორონავირუსული ინფექციის მოტივით გამოძახების დაფიქსირებისას შესაბამისი სამსახურები გამოძახებათა ფილტრაციასა და წინასწარ იდენტიფიკაციას ახდენენ.

"სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კრიტერიუმით და შესაბამისი პროტოკოლით ფასდება, რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟი მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას პერსონალური დაცვის შესაბამისი აღჭურვილობით უწევს" - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S