Accentnews.ge
რუბიო: აშშ რჩება NATO-ში, წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% უნდა დახარჯონ

რუბიო: აშშ რჩება NATO-ში, წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% უნდა დახარჯონ

03/04/2025 14:27:35 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს განზრახული ნატოს დატოვება და რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ალიანსს.

ამასთან, რუბიომ კვლავ გაიმეორა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ ალიანსის ყველა წევრმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 5% უნდა დახარჯოს თავდაცვაზე.

უფრო ადრე ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდას მხარი ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაუჭირა.

ალიანსის ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების ამჟამად ოფიციალურად რეკომენდებული დონე მშპ-ს 2%-ია და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა, გაზარდოს იგი 3%-მდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S