Accentnews.ge
საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე უმცირდათ

საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე უმცირდათ

03/04/2025 11:47:50 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე უმცირდათ.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ ირაკლი კობახიძის შესაბამისი დადგენილება 2 აპრილით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება უგრძელდებათ 2026 წლის 24 თებერვლამდე.

"უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე" - ნათქვამია დადგენილებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S