Accentnews.ge
მედია: ვაშინგტონში პუტინის და ტრამპის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

მედია: ვაშინგტონში პუტინის და ტრამპის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

03/04/2025 06:56:28 მსოფლიო

2 აპრილს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრა გამართა, – იუწყებიან Reuters და The Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

დმიტრიევმა ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მოკლე "პოსტი", რომლის თანახმად, "პოლიტიკის მიუხედავად, აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია და საუბარია ყველასთვის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს მშენებლობაზე".

როგორც დასავლური მედია იტყობინება, კირილ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა. იგი აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, იმისთვის, რომ დმიტრიევი ვაშინგტონში ჩასულიყო, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.

დმიტრიევი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.

კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად ჩართული იყო ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთში 2021 წლის ზაფხულში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლების პროცესში. ფოგელი, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2025 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

როგორც Reuters წერს, სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კირილ დმიტრიევს, რომელიც წლების წინ ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ბანკირიც იყო, მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

49 წლის დმიტრიევი კიევშია დაბადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S