Accentnews.ge
შეშფოთებულნი ვართ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლირებულ კომპანიას გადასცეს - „ჰელსინკის კომისია“

შეშფოთებულნი ვართ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლირებულ კომპანიას გადასცეს - „ჰელსინკის კომისია“

02/04/2025 16:53:48 პოლიტიკა

შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიისთვის აქვს გადაცემული.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებულ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს“, - აცხადებენ სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები.

„ჰელსინკის კომისიის“ წევრები ასევე აცხადებენ, რომ ინვესტორ კომპანიას, „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიას“, აქვს „ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების ისტორია მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციის, დესტაბილიზაციისა და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავების მიზნით“.

„რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას“, - აცხადებენ კონგრესმენები.

მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების შემდეგ პროექტის ჩინეთთან ერთად განვითარებით „კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს“.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ განვითარების მიზნით“, - წერენ კონგრესმენები.

განცხადებას ხელს აწერენ: „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი; თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი; მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაიტჰაუსი; მაღალი რანგის წევრი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი; კომისარი, დემოკრატი კონგრესმენი მარკ ვიზი; „ჰელსინკის კომისიის“ წევრი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S