
მედია: ტრამპის მუქარის ფონზე, ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებს
02/04/2025 10:23:33 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მუქარის გამო ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ნავთობის ახალ მომწოდებლებს ეძებენ,- იტყობინება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
კერძოდ, წყაროების ცნობით, ინდოეთის სახელმწიფო კომპანიები, Bharat Petroleum და Hindustan Petroleum, ცდილობენ, დამატებითი მომწოდებლები მაისისთვის მოძებნას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან.
ამასთან, ტრამპის განცხადებების ფონზე სანავთობო ფიუჩერსების, მათ შორის ამერიკული WTI ტიპის ნავთობის ფასი, 3.1%-ით გაიზარდა.
ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ინდოელი გადამამუშავებლები ვარაუდობდნენ, რომ რუსულ ნავთობზე წვდომა სწრაფად აღდგებოდა, როგორც ეს ადრე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე დაწესებული სანქციების შემდეგ მოხდა, თუმცა ამჯერად სიტუაცია უფრო რთულად ფასდება.
გასული წლის აპრილის თვიდან ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა.
აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1 აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.
30 მარტს NBC News-ის ტრამპმა უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა.