
უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
02/04/2025 06:10:15 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოლქში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
2 აპრილს, შუაღამის შემდეგ რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ხარკოვსაც. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი.
პროკურატურის ცნობით, ხარკოვში დაახლოებით 15 დარტყმა იყო, ძირითადად სამრეწველო ზონაზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა საწარმოთა შენობებს და საწყობებს. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია 20-მდე კერძო სახლიც.