Accentnews.ge
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა

01/04/2025 11:24:28 პოლიტიკა

პროკურატურამ წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

პროკურატურის ცნობით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომისიამ 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S