Accentnews.ge
მიანმარში, სადაც მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადაჭარბა, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

მიანმარში, სადაც მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადაჭარბა, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

01/04/2025 09:01:52 მსოფლიო

მიანმარში, სადაც მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადაჭარბა, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 28 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2719 ადამიანი, 4512 დაშავდა, 441 კი დაკარგულად ითვლება.

სააგენტო AFP-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი სიცხე ართულებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანმარში დაავადებათა გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ორგანიზაციას დაავადებათა აფეთქების აღსაკვეთად და პირველადი სამედიცინო მომსახურების აღსადგენად დაუყოვნებლივ სჭირდება 8 მილიონი დოლარი.

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 28 მარტს მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. პირველ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა.

მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია ტაილანდშიც. ბანგკოკში 19 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S