Accentnews.ge
ბრიუსი: უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე რუსეთის იდეას ტრამპი არ აღიარებს

ბრიუსი: უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე რუსეთის იდეას ტრამპი არ აღიარებს

01/04/2025 05:13:33 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის იდეის შესახებ უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის თაობაზე, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი ამას არ აღიარებს. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც აუცილებელია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის და მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ახლა უნდა გადავიდნენ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ტემი ბრიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S