Accentnews.ge
ოჯახის თქმით, "ჰამასმა" წამებით მოკლა მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე

ოჯახის თქმით, "ჰამასმა" წამებით მოკლა მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე

31/03/2025 09:49:27 მსოფლიო

რადიკალური დაჯგუფება „ჰამასისა“ წევრებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს 22 წლის პალესტინელი კაცი - ნასერ ალ რაბაი, რომელიც გასულ კვირაში დაჯგუფების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო ცხედარი დატოვეს სახლთან, სადაც მოკლულის ოჯახი ცხოვრობს.- ამის შესახებ Times of Israel მოკლულის ოჯახზე დაყრდნობით იტყობინება.

ახალგაზრდა კაცის დაკრძალვაზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათეოლობით ადამიანი ყვირის, "ჰამასი გარეთ!"

როგორც იტყობინებიან, "ჰამასი" იმ პალესტინელებს ემუქრება, რომლებიც დაჯგუფების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა, როგორც Times of Israel წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროტესტში მონაწილე მოკლეს.

აქცია გასულ კვირაში სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იმართებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S